თავში

ისრაელში ქათმის 1000 წლის კვერცხი და უძველესი თოჯინები აღმოაჩინეს

​ისრაელში ქათმის 1000 წლის კვერცხი და უძველესი თოჯინები აღმოაჩინეს
ისრაელში ქათმის 1000 წლის კვერცხი და უძველესი თოჯინები აღმოაჩინეს
© twitter.com/Jerusalem_Post

ისრაელში არქეოლოგებმა ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი დაახლოებით 1000 წელია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სიძველეების სამმართველო ავრცელებს.

The Jerusalem Post წერს, რომ აღმოჩენა ქალაქ იავნეში, თელ-ავივიდან სამხრეთით გაკეთდა. დოქტორ ლი პერი-გალის თქმით, ეს მსოფლიო დონეზეც კი დიდი იშვიათობაა.

"კვერცხიც ნაჭუჭის ფრაგმენტებს მანამდეც პოულობდნენ, თუმცა მისი სიმყიფის გამო, კვერცხის მთლიანი ნაჭუჭი აქამდე არ შემონახულა", - განაცხადა მან.

არქეოლოგების თქმით, კვერცხის კარგად შენახვის მიზეზი ის გახდა, რომ ის ფეკალიების ჭაში იმყოფებოდა.

იმავე ჭაში მათ ისლამური პერიოდის ქვის სამი თოჯინა იპოვეს, რომელთაც სათამაშოდ დაახლოებით ათასი წლის წინ იყენებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system