თავში

ისრაელში კლუბები, ბარები და სპორტული დარბაზები დაიხურება

​ისრაელში კლუბები, ბარები და სპორტული დარბაზები დაიხურება
ისრაელში კლუბები, ბარები და სპორტული დარბაზები დაიხურება

ისრაელის მთავრობამ ღონისძიებების დარბაზების, კლუბების, ბარების, სპორტული დარბაზების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რესტორნებში სტუმრებზე შეზღუდვები დაწესდება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესტორნებისთვის დახურულ შენობაში 20 ადამიანის ყოფნაა დასაშვები, ღია სივრცეში კი - 30-ის.

დახურული იქნება საზოგადოებრივი აუზებიც. საზაფხულო ბანაკები კი მხოლოდ მე-4 კლასამდე ასაკის ბავშვებს მიიღებს. ავტობუსებში იკრძალება 20 მგზავრზე მეტის გადაყვანა, სახელმწიფო მოხელეთა 30 პროცენტი დისტანციურად, სახლიდან იმუშავებს.

შეზღუდვების ამოქმედებამდე ამ ზომებს ქნესეთმა უნდა დაუჭიროს მხარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system