თავში

ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან

ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან
ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიციას, ქუჩაში პატრულირებისას, შეიარაღებული სამხედროები დაეხმარებიან. ისინი პოლიციასთან ერთად უზრუნველყოფენ იზოლაციის პროცესისა და უსაფრთხოების დაცვას. ხვალიდან, საკარანტინო რეგულაციების დასაცავად, პოლიციას 500 სამხედრო შეუერთდება. ისრაელის 8 საპოლიციო ოლქიდან სათითაოდ ყველაში სამხედროების თითო ბატალიონი განლაგდება. მიმდინარე კვირიდან ისრაელის მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან 100 მეტრის იქით გადაადგილება ეკრძალებათ. დარღვევებზე სანქციებია დაწესებული.

ისრაელში, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით 3035 ადამიანია დაინფიცირებული. 342 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი. საავადმყოფში მკურნალობს 2997 და გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system