თავში

ისრაელში კორონავირუსზე მე-4 დოზით მედიკოსებს ცრიან

​ისრაელში კორონავირუსზე მე-4 დოზით მედიკოსებს ცრიან
ისრაელში კორონავირუსზე მე-4 დოზით მედიკოსებს ცრიან

ისრაელში სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და ხანდაზმულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზით აცრა დაიწყო. ვაქცინაციის მორიგი კამპანიის დაწყება 2 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ნახმან აშმა დააანონსა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

აცრებს 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს, ასევე სამედიცინო პერსონალს უკეთებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

"ომიკრონის" ტალღა აქ არის და ჩვენ თავი უნდა დავიცვათ", - განაცხადა ბენეტმა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9,3 მილიონია, კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა 6,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო, ორი - 5,9 მილიონმა, სამი - 4,2 მილიონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system