თავში

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ტრაგედიას გამოიძიებენ

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ტრაგედიას გამოიძიებენ
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ტრაგედიას გამოიძიებენ

ისრაელის ხელისუფლება მერონის მთაზე რელიგიური დღესასწაული დროს დატრიალებულ ტრაგედიას გამოიძიებს, რომლის დროსაც 45 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.

შემთხვევას სახელმწიფო საზედამხედველო სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ სახელმწიფო კონტროლიორმა მათანიაჰუ ელგმანმა განაცხადა. ინფორმაცაის Reuters ავრცელებს. 

გალილეის რეგიონში, ლაგ ბა-ომერის რელიგიურ დღესასწაულზე ტრაგედია 1 მაისს მოხდა. ტრიბუნის ჩამონგრევისა და ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაღუპა და დაშავდა. მათ შორის 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 2 მაისს ქვეყანაში გლოვის დღე იყო გამოცხადებული.

სახელმწიფო კონტროლიორის ოფისმა მერონის მთაზე არსებული რელიგიური კომპლექსი რამდენიმე წლის წინ სახიფათო ადგილად გამოაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system