თავში

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

​ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ჩრდილოეთ ისრაელში, სანაპიროზე სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ორი პილოტი დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

დაშავებულია ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი. ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ისრაელის არმიის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა წყლიდან პილოტების ცხედრები ამოიყვანეს.

ვერტმფრენი საპორტო ქალაქ ჰაიფას სანაპიროსთან ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზად ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system