თავში

ისრაელში შექმნილი ვითარება ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს

ისრაელში შექმნილი ვითარება ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს
ისრაელში შექმნილი ვითარება ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელს პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ისრაელში შექმნილი ვითარება განიხილეს. ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენმა ისრაელის პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონში შექმნილ ვითარებას აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასთან და კატართან, ასევე პალესტინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. .

”პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგმო "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების სარაკეტო შეტევები, მათ შორის იერუსალიმისა და თელ ავივის წინააღმდეგ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის ლიდერმა ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ მას საკუთარი თავისა და ხალხის დაცვის კანონიერი უფლება აქვს.

ბაიდენის თქმით, იერუსალიმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მორწმუნეთათვის და ქალაქი მშვიდობიან ადგილად უნდა დარჩეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system