თავში

ისრაელში, შენობებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

​ისრაელში, შენობებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის
ისრაელში, შენობებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეჟიმი მოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

”ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს ქვეყანაში პირბადის ტარების სავალდებულო წესი გაუქმდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, პირბადეების ტარება ისევ სავალდებულოა მოხუცთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში. მათი ტარება მოუწევთ არავაქცინირებულებს და COVID-19-ით ინფიცირებულებს. ასევე რეგულაციის შემსუბუქება არ ეხება ავიარეისების მგზავრებს და მათ, ვინ საკარანტინო ადგილისკენ მიემართება.

ისრაელში 1 ივნისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც რჩებოდა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა. ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო  18 აპრილიდან აღარ იყო.

ამასთან, მოქალაქეებს მთელი რიგი საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და დაწესებულებებში სტუმრობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების, ე.წ. "მწვანე პასპორტების" წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება საკლასო ოთახებში, ლექციების დარბაზებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერ სხვა დახურულ საჯარო შენობაში, აგრეთვე სტუდენტთა ტრანსპორტირებისას საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში.

ამასთან, ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის ნაწილობრივი შეზღუდვები ისევ მოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system