თავში

იტალია შეზღუდვებს ამკაცრებს

იტალია შეზღუდვებს ამკაცრებს
იტალია შეზღუდვებს ამკაცრებს

იტალიამ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით,  ქვეყნის 20 რეგიონიდან ხუთში შეზღუდვები გაამკაცრა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამკაცრებული შეზღუდვები, "წითელი ფერის" რეგიონებში ბარებისა და რესტორნების დახურვას ითვალისწინებს. ამასთან, მკაცრად იზღუდება გადაადგილება და იკეტება ყველა არასასურსათო დანიშნულების მაღაზია.  

ლომბარდიის რეგიონი ნარინჯისფერ ზონად გამოცხადდა. მაცხოვრებლებს სახლის დატოვება მხოლოდ სამუშაოზე წასასვლელად ან აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ.

კუნძული სარდინია  პირველი რეგიონი გახდა, რომელიც თეთრ ზონად გამოცხადდა. 

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევები 35%-ით არის გაზრდილი გასული კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system