თავში

იტალიაში COVID-19-ის პიკი ჯერ არ დამდგარა

​იტალიაში COVID-19-ის პიკი ჯერ არ დამდგარა
იტალიაში COVID-19-ის პიკი ჯერ არ დამდგარა

იტალიის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სილვიო ბრუსაფეროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების 6150 და გარდაცვალების 712 შემთხვევა გამოვლინდა, ბრუსაფეროს თქმით, პიკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და ის ჯერ კიდევ წინ არის. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ბრუსაფერო დამაიმედებელ განცხადებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ პიკი უკვე არც ისე შორისაა, რის შემდეგაც დაინფიცირების შემთხვევები საგრძნობ კლებას დაიწყებს.

სპეციალისტის თქმით, როგორ განვითარდება მოვლენები კლების ტენდენციის პროცესში, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გააგრძელებენ იტალიელები ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო წესების მკაცრად დაცვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system