თავში

იტალიაში გარდაცვლილი მოზარდის წმინდანად შერაცხვას ითხოვენ

​იტალიაში გარდაცვლილი მოზარდის წმინდანად შერაცხვას ითხოვენ
იტალიაში გარდაცვლილი მოზარდის წმინდანად შერაცხვას ითხოვენ

იტალიაში 15 წლის მოზარდის წმინდანად შერაცხვა სურთ. გამოცემა LadBible-ის ინფორმაციით, კომპიუტერულ გენიოსს რამდენიმე სასწაულს მიაწერენ.

სკოლის მოსწავლემ კარლო აკუტისმა პროგრამირება თვითონ, დამოუკიდებლად ისწავლა და მსოფლიო რელიგიურ სასწაულებზე სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა. ვატიკანში აცხადებენ, რომ მოზარდმა 2013 წელს 6 წლის ბრაზილიელი ბიჭი განკურნა, რომელსაც იშვიათი დაავადება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მღვდელმა კარლოს ლოცვით მიმართა, რამდენიმე დღეში კი ბავშვი განიკურნა.

"ბიჭს ღებინება ჰქონდა. ის, შესაძლოა, მომკვდარიყო. ლოცვის მესამე დღეს მან ჭამა დაიწყო", - ამბობს კარლოს დედა, ანტონია სალცანო.

მისი თქმით, ერთ-ერთი ქალი ონკოლოგიური დაავადებისგან განიკურნა, როდესაც კარლოს გასვენებაში იმყოფებოდა.

კარლო აკუტისი უსახლკაროებს და თანაკლასელებს ეხმარებოდა, რომლებიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. 2006 წელს ის ლეიკემიით გარდაიცვალა. ვატიკანის წარმომადგენლის, ანჯელო ბეჩიუს თქმით, კატლო იდეალური ადამიანი იმისთვის, რომ "ინტერნეტის მფარველად" გამოცხადდეს.

"ეს ჩემი იმედია. ის ყველა ახალგაზრდისთვის იდეალური მაგალითი გახდება", - ამბობს ბეჩიუ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system