თავში

იტალიაში ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიაში ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება
იტალიაში ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიაში 26 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ამასთან, ხვალიდან იტალიის უმეტესი ნაწილი "ყვითელ" ზონად გადაიქცევა.  ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონი "წითელ" ან "ნარინჯისფერ" ზონად იყო გამოცხადებული. "ნარინჯისფრად" დარჩება 5 რეგიონი, ხოლო "წითლად" - მხოლოდ სარდინია. 

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნება რესტორნებისა და ბარების ღია სივრცეები.

გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნება კინოთეატრები, თეატრები და მუზეუმები.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 3 962 674 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 119 238 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system