თავში

იტალიაში სააღდგომოდ მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

იტალიაში სააღდგომოდ მკაცრი კარანტინი ამოქმედდა
იტალიაში სააღდგომოდ მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

იტალიაში, აღდგომის დღესასწაულებზე COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

იტალიის ყველა რეგიონი ამჟამად "წითელ ზონაშია" მოქცეული, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველგან უმკაცრესი შეზღუდვები მოქმედებს. მაცხოვრებლებს ეკრძალებათ რეგიონებს შორის გადაადგილება. დაკეტილია ყველა არასაჭირო დანიშნულების მაღაზია, რესტორნები და კაფეები.

ღიაა ტაძრები, თუმცა, მრევლს მოუწოდებენ საეკლესიო მსახურებებს საკუთარ რეგიონებში დაესწრონ ან თავი შეიკავონ სახლის დატოვებისაგან. 

ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის. იტალიაში ყოველდღიურად ინფიცირებულთ რაოდენობა  დაახლოებით 20 000-ით იზრდება.

საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსით 110 328-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთ რაოდენობა 3.6 მილიონს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system