თავში

იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

​იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის
იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ჩრდილოეთ იტალიაში საბაგიროზე მომხდარი უბედური შემთხვევის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა და 14 მიაღწია. 9 წლის მძიმედ დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთ მოზარდს, რომელსაც ასევე მძიმე ტრავმები აქვს მიღებული, ოპერაცია უკეთდება. 

ინციდენტი 23 მაისს საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც საკურორტო ქალაქ სტრეზას ტბა მაჯორეს სანაპიროზე და მონტერონეს მთასთან აკავშირებს. მგზავრებით დატვირთული საბაგირო დაახლოებით 1.5 ათასი მეტრის სიმაღლიდან მოწყდა. ინციდენტი სავარაუდოდ ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system