თავში

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდე გაგრძელდება

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდე გაგრძელდება
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდე გაგრძელდება

იტალიის სამთავრობო კომიტეტმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი, სილვიო ბრუზაფერო ავრცელებს.

მისი თქმით, საავადმყოფოების ამჟამინდელი გადატვირთვისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო რეჟიმის გაგრძელების შესახებ.

კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიება ხელს შეუწყობს შემაკავებელი ზომების განხორციელებას და ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერას.

საბოლოო გადაწყვეტილებას იტალიის მთავრობა უახლოეს სხდომაზე მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system