თავში

იტალიელ მაფიოზს სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯეს

იტალიელ მაფიოზს სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯეს
იტალიელ მაფიოზს  სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯეს

იტალიის სასამართლომ დაუსწრებლად უკვე მეორე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სიცილიური კოზა ნოსტრას ყველაზე გავლენიან პირს მატეო მესინა დენაროს. იტალიური მაფიის ბოსს ეს განაჩენი 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობისთვის მიუსაჯეს. სასამართლო პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯოვანი ფალკონე, მეუღლესთან და სამ პოლიციელთან ერთად 1992 წლის 23 მაისს მოკლეს, როდესაც ის აეროპორტიდან პალერმოში მიემგზავრებოდა.

პაოლო ბორსელინო, დაცვის 5 წევრთან ერთად, ჯოვანი ფალკონეს მკვლელობამდე ორი თვით ადრე მოკლეს. დანაღმული მაქანა აფეთქდა ქუჩაზე, სადაც დედის სანახავად მიმავალი ბორსელინო გადადიოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მატეო მესინა დენარო პასუხისმგებელია ყველა ამ სასტიკ მკვლელობაზე. 

58 წლის მაფიოზი 1993 წლიდან მიმალვაშია. პირველი სამუდამო პატიმრობა მას ფლორენციაში, რომსა და მილანში მოწყობილი ტერაქტების გამო მიუსაჯეს, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system