თავში

იტალიელი მსაჯი საკუთარ სახლში მოკლეს

​იტალიელი მსაჯი საკუთარ სახლში მოკლეს
იტალიელი მსაჯი საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი მსაჯი დანიელე დე სანტისი, რომელიც ფეხბურთის მატჩებზე სერია B და სერია C-ში მუშაობდა, ლეჩეში, საკუთარ სახლში მოკლეს.

გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, 33 წლის მსაჯი და მისი შეყვარებული დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბინიდან ყვირილის ხმა ისმოდა, შემდეგ კი იქიდან დანით შეიარაღებული მამაკაცი გაიქცა.

პოლიცია ამჟამად გამოძიებას აწარმოებს.

დე სანტისმა მსაჯის კარიერა 2017 წელს დაიწყო და 130-მდე მატჩზე იმუშავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system