თავში

იტალიელმა ბორტგამცილებლებმა პროტესტის ნიშნად ფორმები გაიხადეს - PHOTO

იტალიელმა ბორტგამცილებლებმა პროტესტის ნიშნად ფორმები გაიხადეს - PHOTO
იტალიელმა ბორტგამცილებლებმა პროტესტის ნიშნად ფორმები გაიხადეს - PHOTO

იტალიის ახალმა ეროვნულმა ავიაკომპანია ITA Airways-მა ფრენები გასულ კვირას დაიწყო. თუმცა როგორც ჩანს სიახლით ყველა კმაყოფილი არ არის. 

ბორტგამცილებლებმა ყოფილი კოლეგების გათავისუფლება, სამუშაო პირობების გაუარესება და ხელფასების შემცირება ორიგინალური ფორმით გააპროტესტეს. 

იტალიელმა ბორტგამცილებლებმა საკუთარი პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში საკუთარი სამოსი გაიხადეს. 

რომის ცენტრში, რომლის რეკონსტრუქციაც თავად მიქელანჯელოს მიერ არის შესრულებული Alitalia-ს 50 ბორტგამცილებელი მივიდა, ფორმები გაიხადა და პარალელურად სკანდირებდნენ - "ჩვენ ვართ Alitalia".

საგულისხმოა, რომ ITA Airways-ის პრეზიდენტი, გაფიცვის შესახებ მუქარებს ეროვნულ სირცხვილს უწოდებდა. 

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თანამშრომლებს კონტრაქტები დაეგზავნათ, რაზეც თავისივე ნებით მოაწერეს ხელი. 

Alitalia-ს 10,500 თანამშრომლიდან ახალმა კომპანია ITA Airways-მა სამსახური მხოლოდ 2,800 მათგანს შეუნარჩუნა. 110 თვითმფრინავიდან კი მხოლოდ 52 დატოვა. თუმცა, აქვე განაცხადა მისი გეგმების შესახებ რომ აპირებს ახალი Airbus-ების პარკის შექმნას და ფორმებით დაწყებული სალონის ავეჯით დასრულებული, ყველაფერი უმაღლესი კლასის იტალიური ნაკეთობებით ჩანაცვლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system