თავში

იტალიის ერთ-ერთ რეგიონში დასახლების მსურველები 25 000 ევროს მიიღებენ

იტალიის ერთ-ერთ რეგიონში დასახლების მსურველები 25 000 ევროს მიიღებენ
იტალიის ერთ-ერთ რეგიონში დასახლების მსურველები 25 000 ევროს მიიღებენ

სამხრეთ იტალიაში მდებარე მცირედასახლებული რეგიონი მოლიზე თვეში 700 ევროს გადაუხდის მათ, ვინც იქ სამი წლის განმავლობაში იცხოვრებს.

თუმცა არის ერთი პირობა. მომავალ მაცხოვრებლებს მხოლოდ ბიზნესის დაწყება ევალებათ.

"ჩვენ მხოლოდ დაფინანსება რომ შეგვეთავაზებინა, ეს უბრალოდ კიდევ ერთი საქველმოქმედო ჟესტი იქნებოდა. ჩვენ კი მეტის გაკეთება გვინდა. გვსურს, რომ ადამიანებმა აქ ინვესტიციები ჩადონ. მათ შეუძლიან გახსნან პურის საცხობი, საკანცელარიო მაღაზია, რესტორანი, რაც უნდათ. ეს ჩვენი ქალაქებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენის საშუალებაა. პარალელურად პოპულაციაც გაიზრდება", - აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი დონატო ტომა.

მისი თქმით, ქალაქი, რომელშიც 2000 ადამიანზე ნაკლები იცხოვრებს, თვეში 10 000 ევროს მიიღებს. ეს თანხა ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზებას მოხმარდება.

იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მოლიზეს მოსახლეობა ამჟამად 305 000 ადამიანს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system