თავში

იტალიის ხელისუფლებამ კინემატოგრაფიაში ცენზურის კანონი გააუქმა

იტალიის ხელისუფლებამ კინემატოგრაფიაში ცენზურის კანონი გააუქმა
იტალიის ხელისუფლებამ კინემატოგრაფიაში ცენზურის კანონი გააუქმა

იტალიის ხელისუფლებამ კინემატოგრაფიაში ცენზურის კანონის გაუქმება გადაწყვიტა, რომელიც ძალაში იყო 1914 წლიდან და შეუძლებელი გახადა ქვეყანაში მრავალი საკულტო ფილმის გაყიდვა, მათ შორის არის ფილმი "უკანასკნელი ტანგო პარიზში".

"ფილმის ცენზურა გაუქმდა. საბოლოოდ განადგურდა კონტროლისა და ჩარევის სისტემა, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფოს საშუალებას აძლევდa, გავლენა მოეხდინა კინორეჟისორიებისა და მსახიობების თავისუფლებაზე", - განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა.

ამიერიდან, კინერეჟისორებსა და დისტრიბუტორებს არ შეიძლება, მოეთხოვოთ რელიგიური, პოლიტიკური ან მორალური მიზეზების გამო ფილმებისგან რაიმე სცენის ამოღება ან მათი საერთოდ აკრძალვა.

ცნობილია, რომ კანონის არსებობის პერიოდში 10 000-ზე მეტი იტალიური და უცხოური კინო დაარედაქტირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system