თავში

იტალიის მოსახლეობის მეოთხედი კარანტინშია

იტალიის მოსახლეობის მეოთხედი კარანტინშია
იტალიის მოსახლეობის მეოთხედი კარანტინშია

იტალიის პრემიერ მინისტრმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი გამოაცხადა. ქვეყნის მეოთხედ ნაწილში აკრძალულია მოქალაქეთა გადაადგილება. ისინი ლომბარდიის რეგიონს ვერ დატოვებენ. სულ ცოტა, 15 პროვინციის მოსახლეობას, რაც ჯამში 16 მილიონ ადამიანს გულისხმობს, სახლში დარჩენის რეკომენდაცია გაეწიათ. 

შეზღუდვების ვადა 3 აპრილამდეა განსაზღვრული. 

გუშინ იტალიაში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში ინფიცირება 1 247 ადამიანს დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 5 883 პაციენტია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system