თავში

იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა
იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინელი დეპუტატი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ Facebook-ზე მისი პრესმდივანი მარინა სოროკა წერს.

მისი თქმით, ტიმოშენკოს ორგანიზმში კორონავირუსი აღარ ფიქსირდება, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს ფილტვების ანთება. 

„კარგი ამბების დრო დადგა. კორონავირუსი დამარცხებულია. იულია ტიმოშენკოს ტესტის პასუხი უარყოფითია. ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მას კვლავ აქვს ფილტვების ანთება, თუმცა მკურნალობას თავისი შედეგი მოაქვს“, - წერს მარინა სოროკა.

ტიმოშენკო კორონავირუსით 23 აგვისტოს დაინფიცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system