თავში

ჯანმო-მ "სინოფარმის" ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

ჯანმო-მ "სინოფარმის" ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო
ჯანმო-მ სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

ჩინური სახელმწიფო კომპანია "სინოფარმისა" და პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებაზე გადაწყვეტილება მომდევნო კვირისთვის გადაიდო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმთან“ ერთად  „მოდერნას“ შესახებ მსჯელობს. 

როგორც ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, მომდევნო კვირაში ჯგუფი შეიკრიბება კიდევ ერთი ვაქცინის, „სინოვაკის“ შესაფასებლადაც. 

როგორც ბრიფინგზე მარიანჯელა სიმაომ აღნიშნა, დასახელებული ვაქცინების საბოლოო შეფასების შედეგი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები. ჩვენ გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოიყენებოდნენ საერთაშორისო მიწოდებისთვის. ასე რომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება. ასევე მიმდინარეობს სხვა ვაქცინების შეფასებაც“, – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system