თავში

ჯანმო ჩინეთში კორონავირუსის გამოძიებას იწყებს

​ჯანმო ჩინეთში კორონავირუსის გამოძიებას იწყებს
ჯანმო ჩინეთში კორონავირუსის გამოძიებას იწყებს

ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობისა და მისი მსოფლიო მასშტაბით გავრცელების საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2 ექსპერტი შეისწავლის. ისინი უკვე ჩინეთში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

ოფიციალური პეკინის განცხადებით, ისინი ჯანმოს ეთანხმებიან იმ საკითხში, რომ კორონავირუსის წარმოშობა სამეცნიერო საკითხია და მისი გამოძიება და შესწავლა ამ სფეროს სპეციალისტების მიერ უნდა მოხდეს.

ჩინური მხარის გაცხადებით, ეპიდემია გლობალურია. ის მთელ მსოფლიოს შეეხო და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინსპექტირებას სხვა ქვეყნებშიც ჩაატარებს.

ადგილზე გამოძიების გეგმა და დეტალები ჩინურ მხარეს არ დაუკონკრეტებია. ამ ეტაპზე უცნობია, ვის შეხვდებიან, რა ადგილებს მოინახულებენ და რა მასალებს გაეცნობიან ექსპერტები.

კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა და მალევე გლობალურ პანდემიად იქცა. მსოფლიო სახელმწიფოები ჩინეთს ინფორმაციის გაყალბებასა და დამალვაში ადანაშაულებენ და მომხდარის საერთშორისო გამოძიებას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system