თავში

ჯანმო COVID-19-ის ახალ შტამს ბრიტანეთთან თანამშრომლობით შეისწავლის

ჯანმო COVID-19-ის ახალ შტამს ბრიტანეთთან თანამშრომლობით შეისწავლის
ჯანმო COVID-19-ის ახალ შტამს ბრიტანეთთან თანამშრომლობით შეისწავლის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსის ახალი სახეობის შესწავლის მიზნით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტზეა. 

ჯანმო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბრიტანელი ექსპერტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი შტამის ანალიზისა და მიმდინარე კვლევის შედეგებს აქტიურად უზიარებენ.

"წევრი სახელმწიფოებსა და საზოგადოებას ინფორმირებულობას გავაგრძელებთ, როდესაც ახალი ტიპის ვირუსის მახასიათებლების შესახებ უფრო მეტს გაიგებთ", - აცხადებენ ჯანმოში.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთის ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, კრის უიტის განცხადებით, ამ დროისათვის, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები. 

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს.

COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system