თავში

ჯანმო ქალებს ალკოჰოლზე უარის თქმას სთავაზობს

​ჯანმო ქალებს ალკოჰოლზე უარის თქმას სთავაზობს
ჯანმო ქალებს ალკოჰოლზე უარის თქმას სთავაზობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შვილოსნობის ასაკის ქალებისათვის ალკოჰოლის აკრძალვას სთავაზობს. ამის შესახებ აღნიშნულია 2022-2030 წლის ალკოჰოლთან ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებმა ალკოჰოლური სასმელების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესახებ ცნობადობა უნდა აამაღლონ და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების, ფეხმძიმეებისა და შვილოსნობის ასაკის ქალების დაცვას უნდა დაუთმონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფეხმძიმობამდე და მის დროს სპირტიანი სასმელების მიღებამ, შესაძლოა, ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგია, დაავადებები და დარღვევები გამოიწვიოს, შეიქმნას პრობლემები სოციალურ ქცევასა და სწავლის უნართან დაკავშირებით. ამასთან, ალკოჰოლი ნეგატიურად მოქმედებს დედის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაასკვნეს, რომ საუკეთესო ვარიანტია, თუ ქალი ალკოჰოლზე მთლიანად იტყვის უარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system