თავში

ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს
ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელმა პიტერ დასზაკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ღამურების მეშვეობით გავრცელების ვერსია სიმართლეს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

ჯანმო-ს ცხოველთა დაავადებების სპეციალისტი აღნიშნავს, რომ COVID-19, სავარაუდოდ, ჩინეთის სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წარმოიშვა.

"ვფიქრობ, რომ ვირუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ან სამხრეთ ჩინეთში ღამურებისგან წარმოიშვა, შემდეგ კი გარეული ცხოველების ფერმაში გავრცელდა", - ციტირებს New York Times ჯანმო-ს ექსპერტის განცხადებას.

დასზაკმა განმარტა, რომ COVID-19-ის გარეული ცხოველებისგან შუალედური კავშირით გადაცემის ვერსიამ ჩინელი მკვლევარებისა და ჯანმო-ს მისიის ექსპერტების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ინფიცირებული ადრეული შემთხვევებისა და პირველი ინფიცირებულების მონაცემების მიწოდებაზე უარი განუცხადა.

ჩინეთში, ქალაქ უჰანში, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი 14 იანვარს ჩავიდა. მათ ზღვის პროდუქტების ბაზრობა და სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს და აღებული ნიმუშების შესასწავლად ჟენევაში დაბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system