თავში

ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს

ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს
ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თავდაჯერებულები არ იყვნენ, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვის შემცირება ბუნებრივად არ მომხდარა. 

"ბევრმა ქვეყანამ დიდი შრომა გასწია და იმის გასაკეთებლად, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულიყო და ამისათვის ისინი შექებას იმსახურებენ, თუმცა ახლა, შესაძლოა მოსახლეობამ იფიქროს, რომ ეს ბუნებრივად მოხდა და ეს სეზონის ცვლილებასთან ასოცირდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს ზედმეტად სახიფათო ვარაუდია",- განაცხადა ჯანმო-ს ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა მაიკ რაიანმა.

განცხადება ჯანმო-ს ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვმაც გააკეთა. 

" ამ ვირუსის შესახებ გარკვეული პროგნოზი არსებობს და შესაძლოა ნებისმიერ დროს, როცა თქვენ თვითკმაყოფილნი გახდებით და იფიქრებთ, რომ ყველაფერი იცით, სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდეთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას გვსურს ეს მალე დასრულდეს, მაგრამ ამისთვის გრძელი გზა გვაქვს გასავლელი”, - აღნიშნა მარია ვან კერხოვმა.

რაიანის თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის შემაკავებელი ზომების შემსუბუქება არასწორია, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ იგი ოქტომბერში ან ნოემბერში ისევ საშიში გახდება. ვან კერხოვმა კი აღნიშნა, რომ თუ გრიპის ვირუსი და კორონავირუსი ერთდროულად გამწვავდება, ბევრად რთული სიტუაცია შეიქმნება, რადგან ჯერ არ არსებობს გამართული სისტემა, რომ ინფიცირებული ადამიანების სწრაფი ტესტირება ჩატარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system