თავში

ჯანმო-მ COVID-19-ის სამკურნალო ორი პრეპარატის ტესტირება შეაჩერა

ჯანმო-მ COVID-19-ის სამკურნალო ორი პრეპარატის ტესტირება შეაჩერა
ჯანმო-მ COVID-19-ის სამკურნალო ორი პრეპარატის ტესტირება შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მალარიის სამკურნალო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინისა და ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ლოპინავირის, იგივე რიტონავირის ტესტირება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ე.წ. სოლიდარობის  საერთაშორისო სამეთვალყურეო კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის სამკურნალო საშუალების შემუშავებას. მისი ფარგლებში გაკეთდა შედარება, თუ რა გავლენას ახდენს ამ მედიკამენტების მიღება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობაზე.

წინასწარი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მკურნალობის მიზნით ჰიდროქსიქლოროქსინისა და ლოპინავირის, იგივე რიტონავირის გამოყენება სიკვდილიანობაზე გავლენას არ ახდენს, კერძოდ არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system