თავში

ჯანმო მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადონ

ჯანმო მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადონ
ჯანმო მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ.

ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ვაქცინირებულთა რაოდენობებს შორის სხვაობა იზრდება.

"მე მესმის ყველა მთავრობის შეშფოთება, დაიცვას თავისი მოსახლეობა "დელტა" ვარიანტისგან, თუმცა ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი", – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. "ბუსტერ" დოზით აცრას იწყებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაისის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის დაახლოებით 50 დოზაა გამოყენებული და ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის გაორმაგდა. 

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, ვაქცინის სიმცირის გამო ყოველ 100 ადამიანზე გამოყენებულია ვაქცინის 1,5 დოზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system