თავში

ჯანმო: პანდემიის გამო სკოლები არ დახუროთ

ჯანმო: პანდემიის გამო სკოლები არ დახუროთ
ჯანმო: პანდემიის გამო სკოლები არ დახუროთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის, ჰანს კლიუგეს განცხადებით, სკოლების დახურვა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მცირედით ეხმარება.

"ჯანმო პანდემიის დროს სკოლების დახურვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს 190-ზე მეტი ქვეყნის 1.6 მილიარდი მოსწავლის განათლების უდიდესი დარღვევაა. პანდემიის დროს ყველაზე მეტად მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვები დაზარალდნენ", - დასძინა მან.

მან ქვეყნებს მოუწოდა, რომ სკოლები არ დახურონ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის 43,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 1,1 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 29.2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, ქვეყანას 8,7 მილიონი COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანი ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system