თავში

ჯანმო-ს ექსპერტები ჩინეთში კარანტინს გაივლიან

​ჯანმო-ს ექსპერტები ჩინეთში კარანტინს გაივლიან
ჯანმო-ს ექსპერტები ჩინეთში კარანტინს გაივლიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც ჩინეთის ვუჰანში ჩადიან, რათა COVID-19-ის წარმომავლობა შეისწავლონ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ვუჰანში 14 იანვარს ჩავლენ.

კარანტინის პერიოდში ჩინელი კოლეგები მათთან ვიდეოკავშირით იმუშავებენ.

ჩინეთში უცხოეთიდან ჩამოსულებისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა.

"ჩინური მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს", - განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფში იაპონიის, ყატარის, აშშ-ის, გერმანიის, ვიეტნამის, ავსტრალიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან.

კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში აფეთქდა და მალე მსოფლიო პანდემიად იქცა. მსოფლიო ჩინეთს ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებს და მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს და დასავლეთის სახელმწიფოებს დეზინფორმაციასა და ჩინეთზე ზეწოლის მცდელობაში სდებს ბრალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system