თავში

ჯანმო-ს წარმომადგენლები უჰანის საავადმყოფოს ეწვივნენ

ჯანმო-ს წარმომადგენლები უჰანის საავადმყოფოს ეწვივნენ
ჯანმო-ს წარმომადგენლები უჰანის საავადმყოფოს ეწვივნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, ჩინეთში, ქალაქ უჰანში იმ საავადმყოფოს ესტუმრა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამის შესახებ ჯანმო-ს დელეგაციის წევრმა მარიონ კუპმანსმა განაცხადა.

"ახლახან დავბრუნდი Jinyintan Hospital-დან, რომელიც სპეციალიზირებულია ინფექციურ დაავადებებში და სადაც უჰანში გამოვლენილ პირველ შემთხვევებს მკურნალობდნენ. მათი მონაყოლი ისტორიები ძალიან ჰგავს იმ ამბებს, რაც ჩვენი ექიმებისგან ვისმენდი", - წერს მარიონ კუპმანსი.

ამჟამად, ჩინეთი ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს, რომელიც COVID-19-ის წარმოშობას იკვლევს. სპეციალისტები ჩინეთში, ქალაქ უჰანში 14 იანვარს ჩავიდნენ, რის შემდეგაც ისინი სავალდებულო 14-დღიან კარანტინში მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system