თავში

ჯანმოს ხელმძღვანელი: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს

ჯანმოს ხელმძღვანელი: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს
ჯანმოს ხელმძღვანელი: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს

გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში ვაქცინა დაეხმარება.

„ვაქცინების კვლევების შესახებ გავრცელებული ბოლო პოზიტიური სიახლეები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს. არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინა, ჯანდაცვის სხვა ღონისძიებებთან ერთად მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიოში დასარიგებლად 4,3 მილიარდი დოლარია საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system