თავში

ჯანმოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

​ჯანმოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს
ჯანმოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინის ორ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას დააგენტო Reuters ავრცელებს.

ეს ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრების ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

"თანამშრომლებმა ოფისი დატოვეს ოფისი, შემდეგ კი, სახლში ყოფნისას მათ სიმპტომები გამოუვლინდათ და COVID-19 დაუდასტურდათ, ამგვარად, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვ“, - განაცხადა ლინდმაიერმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში 2400 თანამშრომელი და კონსულტანტია, უმეტესობა დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system