თავში

ჯარისკაცებს, რომლებმაც საფრანგეთში ღია წერილი გაავრცელეს, სანქციები ემუქრებათ

ჯარისკაცებს, რომლებმაც საფრანგეთში ღია
ჯარისკაცებს, რომლებმაც საფრანგეთში ღია წერილი გაავრცელეს, სანქციები ემუქრებათ

საფრანგეთში 18 ჯარისკაცს, რომლებმაც ღია წერილი გამოაქვეყნეს, სამხედრო სანქციებს დაუწესებენ.  ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. 

ღია წერილი მემარჯვენე მიმართულების გაზეთ Valeurs Actuelles-ში გამოქვეყნდა. მასში საუბარია მოსალოდნელ "ისლამიზმის" საფრთხეებზე. ამასთან, ავტორები ანტი-რასისტულ ჯგუფებს "მოსახლეობას შორის სიძულვილის" გაღვივებაში ადანაშაულებენ, როდესაც საფრანგეთში კოლონიალიზმის დროინდელ ძეგლების დანგრევაში მონაწილეობას იღებენ. 

წერილში, რომელსაც ხელს 18 ჯარისკაცი, მათ შორის 4 ოფიცერი და რამდენიმე ყოფილი სამხედრო აწერს, ნათქვამია, რომ მთავრობის ლიბერალური მიდგომა ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევს და ამიტომ საჭიროა ისეთი ჯგუფების ჩარევა, რომლებიც დაიცავენ "ცივილიზაციის მონაპოვარ ღირებულებებს".

შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ფრანსუა ლეკოინტრემ განაცხადა, რომ  ჯარისკაცები, რომლებიც ხელს აწერენ გავრცელებულ წერილს, სამხედრო ტრიბუნალზე წარსდგებიან. მისი თქმით, მათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ, ვინაიდან სამხედრო განაწესი დაარღვიეს.

წერილის შინაარსი და მისი მხარდამჭერი, ულტრა-მემარჯვენეების პოლიტიკური ლიდერი, მარინ ლე პენი მთავრობამაც გააკრიტიკა. თავის მხრივ ლე პენმა წერილის ავტორებს შეუთვალა, რომ მათ შეეძლოთ მასთან მისვლა, მოლაპარაკება და პოლიტიკურ აქტივობაში ჩაბმა. აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენმა მის ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ის ყველაზე ადრე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system