თავში

ჯასტინ ტიმბერლეიკი მეორედ გახდა მამა

ჯასტინ ტიმბერლეიკი მეორედ გახდა მამა
ჯასტინ ტიმბერლეიკი მეორედ გახდა მამა

ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა განაცხადა, რომ იგი გასულ წელს მეორედ გახდა მამა. მისი თქმით, 2020 წლის ივლისში დაიბადა მისი ვაჟი. მან და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ჯესიკა ბილმა ბავშვს ფინესი დაარქვეს.

"ის საოცარი და ისეთი საყვარელია. ახლა მე და ჯესიკას თითქმის არ გვძინავს და დიდ დროს ვერ ვუთმობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები და ბედნიერები ვართ", - განაცხადა მომღერალმა.

მომღერალმა აღიარა, რომ მამობა ძალიან სახილისოა, თუმცა შრომატევადი. მისი თქმით, პირველი ვაჟი, რომელიც 6 წლის არის, პატარა ძმით ძალიან აღფრთოვანებულია.

ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა 2012 წელს იქორწინეს. ჰოლივუდის ისტორიაში მათ ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი ჰქონდათ. ცერემონია, რომელიც სამხრეთ იტალიაში, ბრინდიზის პროვინციაში შედგა, წყვილს 6.5 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system