თავში

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში სამოგზაუროდ ბილეთებს ონლაინ ყიდის

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში სამოგზაუროდ ბილეთებს ონლაინ ყიდის
ჯეფ ბეზოსი კოსმოსში სამოგზაუროდ ბილეთებს ონლაინ ყიდის

სარაკეტო კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში ტურისტული მოგზაურობისთვის ბილეთებს ონლაინ აუქციონზე გაყიდის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ექსკურსიას კომპანიის კოსმოსური ხომალდი New Shepard განახორციელებს. საწყის ეტაპზე კოსმოსური ტურისტული მოგზაურობის ძირითად ბაზარს ცნობილი და უმდიდრესი ადამიანები წარმოადგენენ.

კოსმოსში მოგზაურობისათვის ბილეთის ღირებულება ცნობილი არ არის. გამოცემა Reuters 2018 წელს Blue Origin-ის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თითო ბილეთის ფასი 200-დან 300 ათას დოლარამდე იქნებოდა და 200 ათას დოლარს არ ჩამოსცდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით ბილეთის ფასი აუქციონის დროს გახდება ცნობილი. ორგანიზატორებმა აუქციონი 3 ეტაპად დაყვეს. პირველი ეტაპი გაგრძელდება 5 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 19 მაისს. მესამე ეტაპი კი 12 ივნისს გაიმართება.

ბეზოსის თქმით, ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system