თავში

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა NASA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა NASA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა NASA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა, NASA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ, კომპანია SpaceX-ს $2.9 მილიარდის კონტრაქტი გაუფორმა მთვარეზე დაბრუნების პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Time ავრცელებს. 

დაახლოებით ერთი წლის წინ, NASA-მ, კონკურსის ფარგლებში, 967 მილიონი დოლარი გამოყო სამი ამერიკული კერძო კომპანიისთვის, რომელთაც მთვარის მოდული უნდა შეემუშავებინათ. კონტრაქტები გაუფორმდათ SpaceX-ს, Blue Origin-ს და Dynetics-ს.  გასულ კვირას, NASA-მ გამარჯვებულად SpaceX გამოაცხადა, რომელიც 2.89 მილიარდ დოლარს მიიღებს. ადრე იგეგმებოდა, რომ კონკურსში გამარჯვება ორ კომპანიას მინიჭებოდა კონკურენციის სტიმულირებისა და დაზღვევისთვის.

Blue Origin-ის მიერ აშშ-ს გენერალურ ადმინისტრაციაში (GAO) შეტანილ 175-გვერდიან საჩივარში ნათქვამია, რომ NASA-მ თამაშის წესები ბოლო წუთს შეცვალა.  სააგენტოს გადაწყვეტილება კონკურენტულ გარემოს აუქმებს და ამერიკის მთვარეზე დაბრუნების გეგმებს აფერხებს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე 4 ასტრონავტი გაიგზავნება, რომელთაგან მინიმუმ ერთი ქალი იქნება. ისინი 1 კვირას გაატარებენ მთვარეზე და შემდეგ დაბრუნდებიან. სავარაუდოდ, მთვარის მისია 2024 წლამდე ვერ განხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system