თავში

ჯეიმს კამერონმა Avatar 2-ის გადაღებები დაასრულა

​ჯეიმს კამერონმა Avatar 2-ის გადაღებები დაასრულა
ჯეიმს კამერონმა Avatar 2-ის გადაღებები დაასრულა

ჯეიმს კამერონმა ავატარის მეორე ნაწილის გადაღებები დაასრულა. ამის აღსანიშნავად, ფილმის ოფიციალურ Twitter გვერდზე გადასაღები მოედნის ფოტო გამოაქვეყნეს.

“ეს ჩვენი გადაღებების ბოლო დღეა. გვინდა ამ ფოტოთი აღვნიშნოთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება”, - ნათქვამია ტვიტის კომენტარში.

ავატარის მეორე ნაწილი, სახელად Sea Dragon 2021 წლის 17 დეკემბერს გამოვა კინოთეატრებში. ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას სემ უორთინგტონთან, ზოე სალდანასა და სიგურნი უივერთან ერთად სხვა ვარსკვლავებიც მიიღებენ. მეორე ნაწილში ქეით უინსლეტი, ვინ დიზელი, ჯერმეინ კლემენტი და ედი ფალკოც თამაშობენ.

ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ახლა მონტაჟის ეტაპი უნდა გაიაროს. ჯეიმს კამერონი პროექტის Avatar ფარგლებში სულ 4 ფილმის გადაღებას გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system