თავში

ჯენიფერ ენისტონმა COVID-19-ით დაინფიცირებულ მედდას სიურპრიზი მოუწყო - VIDEO

ჯენიფერ ენისტონმა COVID-19-ით დაინფიცირებულ მედდას სიურპრიზი
ჯენიფერ ენისტონმა COVID-19-ით დაინფიცირებულ მედდას სიურპრიზი მოუწყო - VIDEO

ამერიკელმა მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა მედდას რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სიურპრიზი გაუკეთა და 10 000 დოლარით დაასაჩუქრა. 

მსახიობმა, ვიდეოზარის საშუალებით დაურეკა მედდას, სახელად ფეირბენკს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის.

"მე უბრალოდ მინდა გითხრათ, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა, ვინც იქ ხართ, აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც რისკის ქვეშაა, თქვენ ყველანი ფენომენალურები ხართ", - განაცხადა ჯენიფერ ენისტონმა.

მედდას ასევე უთხრეს, რომ ფოსტალიონები მის სართულზე არსებულ სხვა ექთნებს საჩუქრებს გადასცემენ. 

მედდას საკარანტინო დრო 8 აპრილს უმთავრდება და იგი ამბობს, რომ საკუთარ გუნდს ისევ შეუერთდება და განაგრძობს ბრძოლას კორონავირუსთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system