თავში

ჯო ბაიდენი: ჩვენ 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა

ჯო ბაიდენი: ჩვენ 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა
ჯო ბაიდენი: ჩვენ 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა

„ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ნევადაში. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო კოლეგიის 300 ხმას მივიღებთ. ჩვენ ხმა 74 მილიონმა ამომრჩეველმა მოგვცა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე აშშ-ის იტორიაში პრეზიდენტს ოდესმე მიუღია“- განაცხადა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო მიმართვის დროს.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად ზომებს მიიღებს. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ უცნობია. ხმების დათვლის პროცესი ექვს შტატში ამ დრომდე გრძელდება. ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

2020 წლის 3 ნოემბერს ათობით მილიონმა ამომრჩეველმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ასარჩევად პირადად, ფოსტით, ფაქსით თუ იმეილით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ამერიკის მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა სჭირდება - სულ ცოტა, 270 ხმა.

ამერიკელებმა არჩევანი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system