თავში

ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერს აპრილში შეხვდება

ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერს აპრილში შეხვდება
ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერს აპრილში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას აპრილის პირველ ნახევარში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსების შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება. სავარაუდოდ, სუგა იაპონიიდან შეერთებულ შტატებში 8 აპრილს გაფრინდება, ხოლო სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდება.

ჯოზეფ ბაიდენი და იოშიჰიდე სუგა იაპონურ-ამერიკული ალიანსის განმტკიცების საშუალებებს, ინდოეთის და წყნარი ოკეანის რეგიონში ორ ქვეყანას შორის "თავისუფალი და ღია" თანამშრომლობის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ.

ამრიგად, სუგა შესაძლოა ის პირველი პირი აღმოჩნდეს, რომელსაც ბაიდენი თეთრი სახლის რეზიდენციაში ოფიციალურად შეხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system