თავში

ჯო ბაიდენი მესამე დოზით აიცრება

ჯო ბაიდენი მესამე დოზით აიცრება
ჯო ბაიდენი მესამე დოზით აიცრება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განაცხადებით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას გაიკეთებს.

ჯო ბაიდენმა ვაქცინაციის პროცეში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია. მისი თქმით, არავაქცინირებული ადამიანები ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან. 

მან არსებულ ვითარებას არავაქცინირებულთა პანდემია უწოდა. 

ცნობისთვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, მესამე დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system