თავში

ჯო ბაიდენი პიტ ბუტიჯეჯის ჩინეთში ელჩად დანიშვნას განიხილავს

ჯო ბაიდენი პიტ ბუტიჯეჯის ჩინეთში ელჩად დანიშვნას განიხილავს
ჯო ბაიდენი პიტ ბუტიჯეჯის ჩინეთში ელჩად დანიშვნას განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთში ელჩის პოსტზე ყოფილი დემოკრატის, პიტ ბუტიჯეჯის დანიშვნას გეგმავს. ანალიტიკოსების აზრით, მისი ამ პოსტზე დანიშვნა ჩინელებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ მომავალ პრეზიდენტს.

ცნობილია, რომ თავად ბუტიჯეჯი უფრო მეტად საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში მუშაობით არის დაინტერესებული. 

გარდა ამისა, ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დევიდ კოენის დანიშვნას აპირებს.

23 ნოემბერს დემოკრატმა გამოაცხადა მათი სახელები, ვინც მის ადმინისტრაციულ საკვანძო თანამდებობებს დაიკავებს. ენტონი ბლინკენი გახდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ლინდა თომას-გრინფილდს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე წარადგენს, ხოლო ჯეიკ სალივანი უსაფრთხოების მრჩევლად დაინიშნება.

ამასთან, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადამდგარ გენერალ ლოიდ ოსტინის დასახელებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system