თავში

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კატის მიყვანას გეგმავს

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კატის მიყვანას გეგმავს
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კატის მიყვანას გეგმავს

აშშ-ის მომავალი 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში კატის მიყვანას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა New York Times იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ თეთრ სახლში ცხოველების დაბრუნების დრო მოვიდა. 

გარდა ამისა, ბაიდენმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ასევე ორი გერმანული ნაგაზი ჰყავს და მოსწონს, როდესაც სახლში ცხოველები არიან. 

უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ ბაიდენები თეთრ სახლში სამივე ცხოველების მიყვანას გეგმავენ.

ბოლოს თეთრ სახლში კატა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, ათი წლის წინ, ცხოვრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system