თავში

ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში 3 შტატში გაიმარჯვა

​ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში 3 შტატში გაიმარჯვა
ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში 3 შტატში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში, ილიონოისსა და არიზონაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. ამის შესახებ The New York Times წერს.

77 წლის ბაიდენს კიდევ 249 დელეგატმა დაუჭირა მხარი. ახლა მას 1147 დელეგატი ჰყავს, მის მთავარ კონკურენტ, 78 წლის ბერნი სანდერსს კი 861.

ამასთან, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდასა და ილინოისში საკმარისი დელეგატის მხარდაჭერა მიიღო იმისთვის, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. მას 1330 დელეგატი უჭერს მხარს, კანდიდატობისთვის კი 1276 არის საჭირო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system