თავში

ჯო ბაიდენმა სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ჯო ბაიდენმა სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა
ჯო ბაიდენმა სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

"პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ გენდერული იდენტობა სამხედრო სამსახურში დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს და რომ ამერიკის სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წელს ტრანსგენდერებს საშუალება მისცა სამხედრო სამსახურში ღიად ემსახურათ, მაგრამ დონალდ ტრამპმა აღნიშნულ საკითხზე 2017 წელს აკრძალვა დააწესა. აკრძალვა განსაკუთრებით იმ პირებზე მოქმედებდა, რომლებსაც გენდერული დისფორიის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. მაგრამ პირებს, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი არ ჰქონდათ, სამხედრო სამსახურში მსახურობა მხოლოდ იმ სქესით შეეძლოთ, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ტრანსგენდერი პირების სამხედრო სამსახურში ყოფნა უზარმაზარ სამედიცინო ხარჯებს გამოიწვევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system