თავში

Johnson & Johnson-ის საწარმოში 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა

​Johnson & Johnson-ის საწარმოში 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა
Johnson & Johnson-ის საწარმოში 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა

აშშ-ში ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის საწარმოში თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა. ინციდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატისთვის განკუთვნილი ინგრედიენტების არასწორად შერევამ გამოიწვია. Johnson & Johnson-ში ადასტურებენ საწარმოში მომხდარ ინციდენტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეცდომა ადამიანური ფაქტორით იყო განპირობებული. მომხდართან დაკავშირებით სურსათისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაცია (FDA) საწარმოს ამოწმებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინების ის პარტიები, რომლებიც ამ დრომდე რეალიზაციაში გავიდა აბსოლუტურად უვნებელია. ისინი Johnson & Johnson-ის ნიდერლანდების ბაზაზე დამზადდა. პრეპარატის ახალი პარტია ბალტიმორისთვის იყო განკუთვნილი. ვაქცინის გაფუჭება მიწოდებაში გარკვეულ შეფერხებას გამოიწვევს.

ამერიკის ხელისუფლება დიდ იმედს ამყარებს Johnson & Johnson-ის ერთკომპონენტიან ვაქცინაზე და ვარაუდობს, რომ ახალი პრეპარატის გამოყენებით მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system