თავში

ქაბულში აფეთქებები მოხდა, არის მსხვერპლი

​ქაბულში აფეთქებები მოხდა, არის მსხვერპლი
ქაბულში აფეთქებები მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებები მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქაბულის დეჰბორის რაიონში სამგზავრო მიკროავტობუსი ააფეთქეს. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა.

ერთი საათით ადრე კი მსგავსი შემთხვევა დასავლეთ ქაბულში, დაშტე-ბარჩის რაიონში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სამგზავრო მანქანაზე მიმაგრებული მაგნიტური ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system